აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის მერიის შენობიდან პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ზუგდიდის მერიის შენობის წინ იყვნენ შეკრებილი, პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს. ისინი აქციაზე დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ. მანამდე ისინი მერის მოადგილეა გიგა ფარულავას შეხვდნენ და გზის მოხრეშვის პირობა მიიღეს. თუმცა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს პირობა მათთვის ხელსაყრელი არ არის.

აქციის მონაწილეებს ადგილზე „ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავაც შეხვდა. უგულავას განცხადებით, მოსახლეობის პრეტენზია სამართლიანია და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს