პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" სახელით ბათუმის მაჟორიტარობისთვის გენრი დოლიძე იბრძოლებს​

ალეკო ელისაშვილმა პარტია "მოქალაქეების" სახელით, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გენრი დოლიძე წარადგინა.

გენრი დოლიძის თქმით, ის იბრძვის „მანკიერი სისტემის შეცვლისთვის“.

"დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა ჩემს ცხოვრებაში. "მოქალაქეების" პოლიტიკურმა გუნდმა ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარმადგინა. მალე, 32 წლის ვხდები და ზუსტად ნახევარი ცხოვრებაა, რაც სამოქალაქო აქტივისტი ვარ. 16 წლიდან, სკოლის პერიოდიდან ვემსახურები ჩემი ქალაქის კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, ვიბრძვი მანკიერი სისტემის შეცვლისთვის სამოქალაქო სექტორიდან და დღეიდან მეძლევა შესაძლებლობა ამომრჩევლის მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩემი ქალაქისა და ქვეყნის უკეთესობისთვის ქმედითი ბერკეტებით ვიზრუნო - ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში" , - მიმართა სიტყვით გამოსვლისას ბათუმელებს გენრი დოლიძემ.

ალეკო ელისაშვილის თანაგუნდელისა და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ის ყველაზე მტკივნეულად ბათუმიდან ახალგაზრდების გადინებას განიცდის.

"მათ ვერ ვამტყუნებ, რადგან აქ ვერ ხედავენ პერსპექტივას. უნდათ უკეთეს ქალაქში ცხოვრება. მე და ჩემი გუნდი პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ვიზრუნებთ რომ ბათუმი გავხადოთ უკეთესი ქალაქი, რათა მომავალმა თაობამ იცხოვროს უკეთეს გარემოში ადგილზე" , - ამბობს გენრი დოლიძე.

„მოქალაქეების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, გენრი დოლიძე სამოქალაქო აქტივისტი და პოეტია. წლების განმავლობაში ბათუმში ახალგაზრდულ პროექტებზე მუშაობდა. აქტიურად იყო ჩართული საპროტესტო აქციებში, რომლებიც არჩვენების პროპორციული გზით ჩატარებას მოითხოვდა. ერთ-ერთი ასეთი აქციის დროს სპეცრაზმს წინ გადაუწვა, მოგვიანებით კი თავისი გადაწყვეტილება ასე განმარტა - "მე ვარ შეურაცხყოფილი, ხელისუფლებამ წამართვა არჩევანის უფლება და პროპორციული არჩევნების უფლება. დავწექი და ჩემმა სახელმწიფომ გადამიარა თავზე".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა