უკრაინული საბორნე გადამზიდი კომპანია UKRFerry ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიმართულებით რეგულარულ მიმოსვლას აახლებს

UKRFerry საბორნე მიმოსვლას შავ ზღვაზე არსებულ უკრაინის, ბულგარეთის, თურქეთისა და საქართველოს პორტებს შორის ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ “ეიპიემ ტერმინალსიდან” აცნობეს, სარკინიგზო ვაგონების, სატვირთო, მსუბუქი ავტომანქანებისა და კონტეინერების გადაზიდვის პარალელურად, ბორანი ემსახურება მგზავრთნაკადს აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით, ძირითადად, უკრაინის, ჩერნომორსკი - ფოთის მიმართულებაზე.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ბორანი სექტემბრის თვიდან დაიწყებს რეგულარულ მიმოსვლას.

„პირველი წარმატებული საკონტროლო შემოსვლის შემდეგ, ბორანი სექტემბრის თვიდან დაიწყებს რეგულარულ მიმოსვლას და ჩვენს ნავსადგურში თვეში 6-8 რეისს შეასრულებს. მოხარულები ვართ UKRFerry-სთან თანამშრომლობის განახლებით და მოუთმენლად ველით ჩვენი მომხმარებლებისთვის ამ მნიშვნელოვანი ლოგისტიკური სიახლის სრულად, წარმატებით ამუშავებას.“ - განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა.

აღნიშნული ბორნის მიმოსვლის გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.ukrferry.com/eng/schedules/chernomorsk-poti-batumi

შეგახსენებთ, “ეიპიემ ტერმინალსი“, “ეი.პი. მოლერ–მაერსკის“ ჯგუფის წევრი გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში წარმოდგენილია 78 მოქმედი პორტების და ტერმინალების ქსელით, რომელსაც 58 ქვეყანაში ახორციელებს.

2011 წლის აპრილში, „ეიპიემ ტერმინალსმა“ შეისყიდა საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგური - „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს. ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული. სათავეში მოსვლის დღიდან, „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო ცენტრის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა შეძლო ნავსადგურში არსებული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობა/ტექნიკის განახლება, რათა ის ყოფილიყო ყველაზე პროდუქტიული და უსაფრთხო ნავსადგური ქვეყანაში და შეენარჩუნებინა მისი არსებული პოზიცია, როგორც მნიშვნელოვანი კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო