გიგი უგულავა - ზუგდიდის მერი პრემიერს აქსესუარივით დაყვებოდა, როგორც კი ხალხი მოითხოვს მათთან შეხვედრას, იმ წამსვე ეს კაცი აღარ არის, მივლინებაშია

აქციის მონაწილეებს, რომლებიც ზუგდიდის მერთან შეხვედრას და სოფლის გზის რეაბილიტაციას ითხოვდნენ, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი და მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა შეხვდა. გიგი უგულავას განცხადებით, ზუგდიდის მერი მმართველი პარტიის კანდიდატს დაჰყვება და მოსახლეობასთან შესახვედრად არ სცალია.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში სოფელ ნაცატუს მოსახლეობამ ორჯერ გადაკეტა გზა, ხალხი ითხოვს გზას, იმიტომ, რომ ბავშვი ცუდად გახდა, სასწრაფო ვერ მოუყვანეს, იქ ქალი ცუდად გახდა და გარდაიცვალა იმიტომ, რომ სასწრაფო დახმარება დროულად ვერ აღმოუჩინეს. ერთადერთ რამეს ითხოვდა ხალხი, რომ მოსულიყო მერი. ამ ორი კვირის განმავლობაში, ყოველდღე შეგვიძლია ვნახოთ, რას აკეთებდა მერი. დადიოდა პრემიერ-მინისტთან ერთად, აქსესუარივით დაყვებოდა და სრულიად უსაქმოდ. როგორც კი ხალხი მოითხოვს მათთან შეხვედრას, იმ წამსვე ეს კაცი აღარ არის, იმ წამსვე მივლინებაშია, იმ წამსვე გასულია და აღარ ბრუნდება და ახვედრებს მეორე, მესამე და მეოთხეხარისხოვან ადამიანებს, რომლებიც ევაჭრებიან ხრეშით. აი ეს არის მთავარი გარემოება, რამაც აიძულა ეს ადამიანები გადასულიყვნენ ასეთ რადიკალირ ქმედებაზე“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

სოფელ ნაცატუს მოსახლეობის ნაწილმა დილით გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით სოფელში აქცია გამართა, სადაც ერთი მონაწილე პოლიციელებმა დააკავეს. რის შემდეგაც აქციის მონაწილეები ზუგდიდის მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და მერის მოადგილეა გიგა ფარულავას შეხვდნენ. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის ზუგდიდის პოლიციის შენობასთან იმყოფებიან და დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს