ახალქალაქში, სოფელ კუმორდოს გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ახალქალაქში, სოფელ კუმორდოს გზაზე ავტოავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

„გარდაცვლილია ერთი ქალი, დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 276 მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს“, - განაცხადეს უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა