გიორგი გახარია სააკაშვილზე - მობრძანდეს, ვერავინ და ვერაფერი საარჩევნო პროცესის ნორმალურ, მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად, არანაირი პრობლემა ან შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით ხმის მიცემის პროცესს არ ექნება.

როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს არჩევნებთან დაკავშირებით განუცხადა, არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი უკვე შემუშავებულია და შეთანხმებულია, როგორც ცესკოსთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ არანაირი პრობლემა ან შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით ხმის მიცემის პროცესს არ ექნება. ყველაფერი დათქმულ თარიღებში ჩატარდება და დემოკრატიის სრული დაცვით “, - აღნიშნა გახარიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას, გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს.“

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს. ვერავინ და ვერაფერი საარჩევნო პროცესის ნორმალურ, მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს “,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა