ზუგდიდის მერის მოადგილის განცხადებით, სოფელ ნაცატუში გზის სრული რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწყება

ზუგდიდის მერის მოადგილის გიგა ფარულავას განცხადებით, სოფელ ნაცატუში გზის სრული რეაბილიტაცი 2021 წელს დაიწყება. მისი თქმით, სოფლის მოსახლეობის ნაწილს, რომლებიც აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ, გასულ კვირასაც შეხვდა.

„შევხვდით ნაცატუს მცხოვრებლების ნაწილს, რომლებსაც აქვთ გზის პრობლემა. ეს საკითხი ზუგდიდის მერიის მიერ შესწავლილია, ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულში 2021 წლის სამოქმედო გეგმით უკვე გათვალისწინებული გვაქვს არსებული გზის სრული რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე დაწყებულია გზის მოხრეშვა-მოგრეიდერება.

რაც შეეხება დღევანდელ აქციას, გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ, მოსახლეობა გამოიყენონ ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, რისი მაგალითიც დღეს ყველამ ვიხილეთ.

ზუგდიდის მერია მხოლოდ მიმდინარე წელს ქალაქის 60 გზის რეაბილიტაციას და სოფლებში 30-მდე გზის რეაბილიტაციას ახდენს ", - აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო