ნონა ეფაძის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის 20 შემთხვევიდან ერთი პედაგოგია, რომელსაც რეგიონის ორ სკოლასთან კონტაქტი ჰქონდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, აჭარაში დადასტურებული „კოვიდ 19“-ის 20 ახალი შემთხვევიდან ერთი პედაგოგია, რომელსაც რეგიონის ორ სკოლასთან კონტაქტი ჰქონდა.

ამასთან, ინფიცირებულთა შორის ე.წ ხოფის ბაზრობის ერთ-ერთი თანამშრომელია, რომელიც დადასტურებულთან კონტაქტში იმყოფებოდა.

ე.წ ხოფის ბაზრობას დღეს მუშაობა შეწყვეტილი აქვს, რადგან ყოველი თვის პირველი ორშაბათი დასვენების დღედ ითვლება. თუმცა, ნონა ეფაძე ამბობს, რომ ბაზრობა ხვალ მუშაობას არ განაახლებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს