სენაკში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსის 40-მდე სავარაუდო კონტაქტი გამოკვლეულია

კორონავირუსით დაინფიცირებული სენაკელი მედიკოსის 40-მდე კონტაქტია გამოკვლეული, დაახლოებით 75 პირს კი „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების ჩაკეტვა ან სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება.

"მოგეხსენებათ, რომ სენაკელ ქალბატონს დაუდასტურდა კორონავირუსი, რომელიც მუშაობდა „არქიმედეში“ და ასევე ფოთის საავადმყოფოში. ამ ეტაპისთვის გამოკვლეულია 40-მდე სავარაუდო კონტაქტი, ხოლო „პისიარ“ ტესტი გაუკეთდა დაახლოებით, 75 პირს. ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს და აღნიშნულიდან გამომდინარე ზუსტ ციფრს ვერ მოგახსენებთ, რადგან ეს ციფრი იცვლება",- განაცახადა მალხაზ თორიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს