UNFPA-ს ინიციატივით, ხულოში ახალგაზრდების გაძლიერებისა და გენდერული თანზასწორობის ხელშეწყობისათვის, ღონისძიებები გაიმართა

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასთან, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასთან და საკრებულოსთან და კომპანია „სილქნეტთან“ თანამშრომლობით, დაბა ხულოში ახალგაზრდების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე ღონისძიება გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, ხულოს ცენტრალურ მოედანზე, ფოტოგრაფ დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა „გოგონები მომავლიდან“ გაიხსნა. ფოტოპროექტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს გვიამბობს როგორც ფოტოების, ასევე ტექსტების მეშვეობით.

„პროექტის მიზანია, საზოგადოებას ხაზგასმით დაანახოს, რომ გოგონების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანაბარი პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის, რომ თითოეულ გოგონას უნდა მიეცეს საშუალება, დაასრულოს განათლება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და „სილქნეტთან“ თანამშრომლობით, ხულოს ბიბლიოთეკის შენობაში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა.

„ „თანასწორობის კუთხე“ საშუალებას მისცემს ხულოში მცხოვრებ ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, თანასწორობის შესახებ ცნობიერება აიმაღლონ. „თანასწორობის კუთხე“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ გახსნა.

ღონისძიების ფარგლებში, გიორგი კეკელიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა და გენდერული თანასწორობის იდეისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. „თანასწორობის კუთხეს“ კომპანია სილქნეტმა კომპიუტერი გადასცა, რაც ხულოში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს იქონიონ მუდმივი წვდომა მათთვის საჭირო ინფორმაციაზე. „თანასწორობის კუთხის“ გახსნა მიზნად მოზარდებისა და ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას ისახავს. ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოში არსებობდეს რაც შეიძლება მეტი სივრცე, სადაც მოზარდები და ახალგაზრდები არაფორმალური განათლების მიღებას, თავისუფალი დროის შინაარსიანად გატარებას და ერთმანეთისთვის იდეების გაზიარებას შეძლებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო