სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 9 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 9 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, პეკინის გამზირის, იოსებიძის, დები იშხნელების, შარტავას, ცაგერის, კოსტავას, ბიძინა კვერნაძის, ანდრია აფაქიძის, მერაბ ალექსიძის და გოძიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, მაჭავარიანის, მუხრანის, ინტენსიფიკაციის და ცაცხვების ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ფალიაშვილის და მიშველაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, კაჭარავას, ჯანჯღავას, იპოლიტოვ-ივანოვის და გლდანის ხევის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, დავით აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშილის, შალვა მჭედლიშვილის, შოთა გამცემლიძის, კუმისის, ნინო ჩხეიძის, გიორგი ხეთაგუროვის, თოიძის, გიორგი ახვლედიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ელენე ახვლედიანის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის, ხევძმარის და თემქის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს, ათონელის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გოგჩას, მტკვრის, ორბელიანის, სულხანიშვილის, ფურცელაძის, შოთა ნიშნიანიძის და გორგასალის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ხვედელიანის და ბესარიონ ქებურიას ქუჩების მოსახლეობას.

მათივე ინფორმაციით, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა