სომალიში აფეთქებას 3 სომალელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 ამერიკელი ოფიცერი კი მძიმედ დაიჭრა

სომალიში მოხდარ აფეთქებას 3 სომალელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 ამერიკელი ოფიცერი კი მძიმედ დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სომალის სპეციალური ძალების ბაზის გარეთ აფეთქდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებულმა დაჯგუფება „ალ-შაბააბმა“ აიღო. მათი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 4 ამერიკელი ოფიცერი და 16 სომალელი ჯარისკაცი მოკლეს.

„4 ამერიკელი ოფიცერი და 16 სომალელი ჯარისკაცი მოვკალით. ასევე 12 სომალელი ჯარისკაცი დავჭერით და 3 ამერიკული ჯავშანმანქანა გავანადგურეთ,“- აღნიშნულია „ალ-შაბააბის“ ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, „ალ-შაბააბი“ სომალის ცენტრალური მთავრობის წინააღმდეგ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით 2008 წლიდან იბრძვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა