შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამის განცხადებით, მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით, პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამის თამაზ ხომასურიძის განცხადებით, დღეს, პოლიციის მე-9 განყოფილებაში სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც ხომასურიძემ ჟურნალისტებს მცხეთის რაიონულ სასამართლოში განუცხადა, სამართალდამცავ უწყებაში დაბარებულია მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ.

მისი განმარტებით, დღეს დილის 05:00 საათზე 4 უცნობი პირი მის სახლთან მივიდა, რა დროსაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თამაზ ხომასურიძის თქმით, თავდამსხმელებს მისთვის არ განუმარტავთ, თუ რა მიზნით მივიდნენ მასთან სახლში.

ამასთან, მისივე განმარტებით, დღეს ის აპირებდა, მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან პროტესტის მწვავე ფორმისთვის მიემართა.

"დღეს, აქ, სახალხოდ ვაპირებდი თავის დაწვას, მაგრამ პოლიციამ შემიშალა ხელი. პროკურორთან სამი კითხვა მაქვს, თუ პასუხს არ გამცემს, ასევე შემდეგ პროცესზე, თუ არ დამიშვებს მოსამართლე, ჩემს შვილს ვფიცავ, თავს სახლში მოვიკლავ. პროკურორს უნდა ვკითხო, რომელ საათზე დამთავრდა ჩემი შვილის დაკითხვა. მოაწერინა, თუ არა ხელი ისე, რომ ჩვენება წააკითხა და შეასწორა თუ არა, ეს ჩვენება", - განაცხადა ხომასურიძემ.

აღსანიშნავია, რომ ეს კითხვები თამაზ ხომასურიძემ პროკურორ დავით ყაზარაშვილსაც დაუსვა მცხეთის რაიონული სასამართლოს ეზოში, რაზეც ჟურნალისტებს განუმარტა, რომ პასუხებიც მიიღო. თუმცა, ჟურნალისტებთან შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ბრალდებულის მამა, თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ ტყუილი თქვა და პასუხები არ მიუღია.

"ვაპირებდი თავის დაწვას, ტყუილი ვთქვი. თუ გინდათ, ნახეთ, ბენზინიც მაქვს. სიკვდილის არ მეშინია. მირიან ნიკოლაძეს მინდა გადავცე, დილით ოთხი კაცი, რომ გამომიგზავნა და მცემეს, ამით საერთოდ ვერ შემაშინებენ. ოთხივეს ამოცნობა შემიძლია. თავს ჩემს სახლთან დამესხნენ. დაახლოებით, დილის 05:00 საათზე ძაღლის ყეფამ გამაღვიძა, გარეთ რომ გამოვედი ჩემს ეზოში 4 პირი იდგა. როცა ჩავედი საპატრულო პოლიციას დროულად დავურეკე, თუმცა 2 საათის შემდეგ მოვიდნენ", - განაცხადა ხომასურიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა