ოზურგეთში, დაბა ნასაკირალში დედა-შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნასაკირალში, "კოვიდ 19"- ის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულები დედა-შვილი არიან.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ისინი ლაითურელი ქალის კონტაქტები არიან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა.

"პაციენტებს არანაირი რესპირატორული სიმპტომები არ აღენიშნებათ. ისინი გადაყვანილები არიან საჩხერის კლინიკაში. ამ დროისთვის გამოკვლეულია მათი 15 კონტაქტი. ყველა მათგანი უკვე გაიტესტა და თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილები", - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა