მიხეილ სააკაშვილი - ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წელიწადი, ეს იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა ამოვათრიოთ ჭაობიდან

ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წელიწადი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, 2 წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა „ამოვათრიოთ ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ“.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მთელმა რიგმა სხვა ადამიანებმა დააყენეს საკითხი იმისა, რომ მე გავხდე საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მე ამაზე ბევრს ვფიქრობ და მზად ვარ ვიტვირთო ეს ფუნქცია არა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდე და ხელისუფლება მენატრება. ნამდვილად არ მენატრება და მინდა, გითხრათ რომ ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წელიწადი. ეს ორი წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა ამოვათრიოთ ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ. ამაში ვარ დარწმუნებული“,- განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, 31 ოქტომბერს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. მისივე განმარტებით, ეს არის არჩევნები ყოფნა არ ყოფნის.

მან ასევე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში შეცდომებისთვის.

„მინდა შეცდომებისთვის მოგიხადოთ კიდევ ერთხელ ყველას გულწრფელი ბოდიში, მაგრამ ბოდიში არ კმარა, მთავარი არა ბოდიში, მთავარია შეცდომების გამოსწორება. მინდა გვქონდეს და მოგვეცეს შეცდომების გამოსწორების საშუალება“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა