თორნიკე რიჟვაძე - არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, 12 სექტემბრისთვის ვერ შევძლებთ სტადიონის გახსნას, თუმცა ყველას ვპირდები, რომ ოქტომბერში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო მომატებული საფრთხიდან გამომდინარე ბათუმის ახალი სტადიონის გახსნა სექტემბრის ნაცვლად ოქტომბერში გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში შექმნილი ეპიდსიტუაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ვითარება საყურადღებოა.

"ყველას გვესმის, რომ ბათუმის სტადიონის გახსნას ელის ყველა ბათუმელი და არა მარტო ბათუმელი, ფეხბურთის გულშემატკივრები. სამწუხაროა, რომ დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ მოგვიწევს გადავდოთ სტადიონის საზეიმო გახსნა. შესაბამისად, 12 სექტემბრისთვის ჩვენ ვერ შევძლებთ სტადიონის გახსნას. თუმცა, ყველას ვპირდები, რომ ოქტომბერში, ჩვენ ყველანი ერთად, საზეიმო ვითარებაში შევძლებთ ამ მართლაც ძალიან მაგარი სტადიონის გახსნას. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გადაწყვეტილებაც მიღებულია იმ რისკების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ბათუმში, ქობულეთში.

შესაბამისად, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ იგივე პასუხისმგებლობით, იგივე მოთმინებით გავაგრძელოთ თანამშრომლობა, დავიცვათ წესები, რომ ოქტომბერში სტადიონის გახსნა, ასევე სხვა უამრავი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩავატაროთ ღირსეულად, ისევე როგორც ეკადრება ამ ქალაქს”, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა