გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანი ქვეითი დაშავდა

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი მოზარდი დაშავდა.

14 და 15 წლის ფეხით მოსიარულე გოგონებს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად ორივე მოზარდმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ერთი მათგანი კლინიკა "გორმედში“, მეორე კი - თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა