საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის 31 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდგინდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის 31 თანამშრომელს, რომელებსაც კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულ სენაკელ მედიკოსთან, "პისიარ“ კვლევის შედგად "კოვიდ 19“ არ დაუდგინდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფოთის რაიონული სამსახურის მენეჯერის, კესო გელენიძემ ინფორმაციით, აღნიშნულ პირს ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები სასწრაფოში მორიგეობიდან რამდენიმე დღეში გამოუვლინდა.

მედიკოსთამ კონტაქტში მყოფი პირების კვლევა გრძელდება სენაკში.

"სენაკელი რეფერალის ექიმი ჩვენთან მორიგე იყო 2 სექტემბერს. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები მოგვიანებით გამოუვლინდა. იქიდან გამომდინარე, რომ ინფექციის დადგენამდე ის იმყოფებოდა აქ ,ამიტომ მასთან კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევა გახდა აუცილებელი. ლაბორატორიაში გაგზავნილი იყო ფოთის სასწრაფო დახმარების 31 თანამშრომლის ბიოლოგიური მასალა. საბედნიეროდ, არცერთ მათგანს ,,კოვიდ 19“ არ დაუდგინდა ,“- განაცხადა კესო გელენიძემ.

შეგახსენებთ, სენაკში, კორონავირუსით მედიკოსი დაინფიცირდა. ის კლინიკა „არქიმედეს“, ასევე საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ექიმია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა