ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აჭარიდან კორონავირუსით ინფიცირებული დედა-შვილი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აჭარიდან კორონავირუსით ინფიცირებული დედა-შვილი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ე.წ. აჭარის კლასტერი გაფართოვდა. სამედიცინო დაწესებულებაში აჭარიდან დედა-შვილი შეიყვანეს. ამ დროისთვის, მათ საჭირო კვლევები უტარდებათ. დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის.

საერთო ჯამში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი მკურნალობს.