რესტორანი „რესპუბლიკა“ კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის გამო, დროებით დაიკეტა        ​

კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის გამო, რესტორანი „რესპუბლიკა“ დროებით დაიკეტა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რესტორნის გენერალურმა მენეჯერმა, თაკო კვერნაძემ განუცხადა, ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, რის გამოც მენეჯმენტმა უსაფრთხოებიდან გამომდინარე რესტორნის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

"თანამშრომელს აქვს სიმპტომები, რომელიც ძალიან ჰგავს კოვიდისას, შესაბამისად, პასუხს ველოდებით, ვიდრე ყველა არ გაიტესტება", - განაცხადა თაკო კვერნაძემ.

მისივე თქმით, შესაბამისი რეჟიმი სავარაუდოდ, გაგრძელდება რამდენიმე დღეს. ამასთან, როგორც მენეჯერი ამბობს, დაკეტილია "რესპუბლიკის მხოლოდ ზედა რესტორანი, ქვედა რესტორანი კი აგრძელებს სტუმრების მიღებას" და აღნიშნულ ნაწილთან შესაძლო ინფიცირებულს კონტაქტი არ ჰქონია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა