ავსტრალიამ ჩინეთიდან ჟურნალისტები გაიყვანა

ორმა ავსტრალიურმა მედიასაშუალებამ ჩინეთიდან საკუთარი კორესპონდენტები გაიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციის (ABC) ჟურნალისტი ბილ ბერტლსი და ავსტრალიის ფინანსური მიმოხილვის (AFR) კორესპონდენტი მაიკლ სმიზი უკვე სიდნეიში იმყოფებიან.

გამგზავრებამდე ისინი ავსტრალიის საელჩოს აფარებდნენ თავს და ჩინეთის ხელისუფლებასთან ქვეყნის დატოვების უფლების მოპოვების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბილ ბერტლსი და მაიკლ სმიზი ჩინეთში დაკავებული ავსტრალიის მოქალაქის, ცნობილი ტელეწამყვანის, ჩენგ ლეის საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს. ჟუნალისტების ინფორმაციით, მათ სამართალდამცავებმა განუცხადეს, რომ ჩენგ ლეის საქმეში „საინტერესო პირები“ იყვნენ და და ქვეყნიდან გასვლის უფლებას არ აძლევდნენ.

ჟურნალისტებს დახმარება ავსტრალიის საგარეო უწყებამ აღმოუჩინა. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პეკინში ავსტრალიის საელჩო და გენერალური საკონსულო შანხაიში ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ავსტრალიაში დაბრუნების მიზნით ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

„ჩინეთიდან ორი ავსტრალიელი ჟურნალისტის გაძევება ნიშნავს, რომ პირველად 1970-იანის წლების შემდეგ ავსტრალიურ მედიაორგანიზაციებს ჩინეთში კორესპონდენტი აღარ ჰყავთ, რაც ძალიან სამწუხაროა,“- განაცხადა ავსტრალიის ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა პენი უონგმა.

ცნობისათვის, ავსტრალიას დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობა აქვს ჩინეთთან, რომელიც წელს კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც პეკინმა განაცხადა, რომ აღშფოთებულია ავსტრალიის მოწოდებით, კორონავირუსის წყაროს საერთაშორისო გამოძიების შესახებ და სავაჭრო რეპრესიებით დაიმუქრა.

ავსტრალიამ ივლისში ჩინეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით საკუთარი მოქალაქეებისთვის გაფრთხილება გამოსცა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჩინეთში, შესაძლოა, თვითნებური დაკავების საფრთხის წინაშე აღმოჩენილიყვნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა