აჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს საკოორდინაციო მართვის ცენტრის ჯგუფებმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მორიგი წამლობა ჩაატარეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში - ხალასა და კვირიკეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ქედის მუნიციპალიტეტში - პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულსა და ქ. ბათუმის, მწვანე კონცხის, სარფის, გონიოსა და კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულებში, 900 ჰა ფართობია დამუშავებული.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებები უსაფრთხოების წესების დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაგეგმილი წამლობის შესახებ მოსახლეობას წინასწარ აწვდიან ინფორმაციას.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025