მარკოზ აჭარელის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

მარკოზ აჭარელის ქუჩაზე, წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში აბონენტების ახალ ქსელზე დაერთება განხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი და „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი, მარიკა გვიანიძე ადგილზე გაეცვნენ.

„მარკოზ აჭარელის ქუჩის მცხოვრებლებს, არასოდეს ჰქონიათ გამართული და მოწესრიგებული წყალმომარაგების სისტემა. წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით ხშირად იქმნებოდა პრობლემები. ჩვენ დავიწყეთ წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა. კომპანია „ბათუმის წყალი" მოსახლეობის ახალ ქსელზე დაერთებებს განახორციელებს, რის შედეგადაც, უახლოეს პერიოდში, 200-მდე ადამიანს 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად მიეწოდება სასმელი წყალი", - განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა