ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 250 აბონენტის ახალ ქსელზე დაერთება განხორციელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი მოეწყობა (1200 მეტრ სიგრძეზე მოთავსდება და 160 მმ წყლის ახალი მილები) და შიდა ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.

მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ შარაშიძის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახებს მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარდება და ათეულობით აბონენტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი და „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი, მარიკა გვიანიძე ადგილზე გაეცვნენ.

„ბათუმის მერიისა და კომპანია „ბათუმის წყლის" მხრიდან დეტალურად იქნა შესწავლილი შარაშიძის ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია. მივიღეთ გადაწყვეტილება, აღნიშნული საკითხის მოგვარება სწრაფი ტემპებით დაგვეწყო. შარაშიძის პირველ და მეორე ჩიხში, რომელიც ადრე სამეურნეო მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა და შესაბამისად, არ არსებობდა ინფრასტრუქტურა, დავიწყეთ სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, რომლის დასრულების შემდეგაც 250-მდე აბონენტს 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად მიეწოდება სასმელი წყალი. წყლის სისტემის მოწესრიგებისთანავე, დაიწყება გზის მოხრეშვა-მოშანდაგება, შემდგომში კი, მივმართავთ საქართველოს გზების დეპარტამენტს ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის. დავამონტაჟებთ ასევე გარე განათებას. რაც შეეხება შარაშიძის ქუჩის #23-ს, აქ მრავალბინიანი სახლი მუდმივად იტბორებოდა. ჩემი მხრიდან იქნა გაცემული დავალება და უკვე დამონტაჟდა გამწოვი ჭები. ხოლო იმავე ქუჩის #13-ში, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ჩვენ წყალარინების მილებს შეცვლა დავიწყეთ, რომელიც ასევე უდიდეს პრობლემებს უქმნიდა აქაურ მაცხოვრებლებს. აქვე აღვნიშნავ, უკვე გაიწმინდა მეჯინისწყლის არხი, დარჩენილია მხოლოდ ერთი მონაკვეთი, რომლის გაწმენდასაც სპეციალური ტექნიკით განვახორციელებთ. იგეგმება ატრაქციონებისა და ტრენაჟორების რეაბილიტაციაც. მინდა მივმართო ჩვენს თანაქალაქელებს, არ დავტოვებთ მათ უყურადღებოდ და ყველა პრობლემას თანმიმდევრულად მოვაგვარებთ“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება