ბათუმის იუსტიციის სახლისა და გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს, ასევე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 104 პაციენტი მკურნალობს. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი აცხადებს, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი ინფორმაციით, ორი ინფიცირებულის წყაროს დადგენა მიმდინარეობს.

ასევე კორონავირუსი ბათუმის იუსტიციის სახლის ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.

"გასული 24 საათის განმავლობაში 21 ახალი შემთხვევაა, 3 ე.წ. ხოფას ბაზრობის თანამშრომელია, 1 იუსტიციის სახლის თანამშრომელი, ორი წყარო კი უცნობია, დანარჩენი ინფიცირებულები უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს წარმოადგენენ, ნაწილი თვითიზოლაციაში, ნაწილი კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა და იქ არის გამოვლენილი. გასული 24 საათის განმავლობაში ხოფას ბაზრობას 3 ახალი შემთხვევა უკავშირდება. ბაზრობა დახურული იქნება, ვიდრე ტესტირება არ დასრულდება. იქ ეპიდემიოლოგები იმყოფებიან. მოსახლეობამ ბაზრობის მიმდებარედ პოლიკლინიკებს მიმართეს. ერთი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ იუსტიციის სახლის თანამშრომელი, მთლიანად შენობის დეზინფექცია მოხდა და იგეგმება თანამშრომლების ტესტირება. ვისაც ნაკლები შემხებლობა ჰქონდა ამ პირთან ისინი გააგრძელებენ მუშაობას. „დონას“ შემთხვევები კი უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია. რაც შეეხება აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს, რომლის ძმაც არის ინფიცირებული, მას არანაირი შეხება არ ჰქონია მინისტრთან. მინისტრის ძმა თავდაპირველად კვლევაში იყო და უარყოფითი დაფიქსირდა და განმეორებით კი დაუდასტურდა. ინფიცირებულ პედაგოგთან დაკავშირებით კი, სწავლის პროცესი არ არის დაწყებული, თუმცა მას კოლეგებთან შეხება ჰქონდა და ტესტირება მოხდა თანამშრომლების. გუშინ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა ინფიცირებულ ქალს - დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადა შავიშვილმა. მისივე თქმით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 104 პაციენტია.

„აჭარაში მძიმე პაციენტი არ არის. გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელიც არის ინფიცირებული. კარვებსა და პოლიკლინიკებიდან ლაბორატორიაში 1000 ტესტია შესული გამოსაკვლევად",- აცხადებს რუსუდან შავიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის იუსტიციის სახლმა, შენობის სრული დეზინფექციის მიზნით, დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო