კორონავირუსის 45 შემთხვევიდან 2 იმერეთში გამოვლინდა, 5 კი ცაგერის მუნიციპალიტეტში

იმერეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა. საშუალო ასაკის მამაკაცი ქუთაისში მცხოვრებია, რომელიც სამსახურებრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მისი კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. კონტაქტების ნაწილს ანალიზი უკვე გაუკეთეს და პასუხები უარყოფითია. მეორე ინფიცირებულს ვირუსი წყალტუბოს საკარანტინო ზონაში დაუდასტურდა, მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.

როგორც ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში აცხადებენ, მათ კლინიკაში ადგილები აღარ აქვთ და პაციენტები ვერ მიიღეს, ამიტომ ისინი, სავარაუდოდ, ზუგდიდში გადაიყვანეს.

კორონავირუსი ხუთ პაციენტს დაუდასტურდა ცაგერის მუნიციპალიტეტში. მათი ინფიცირების წყარო იდენტიფიცირებულია, ისინი ე.წ. თბილისის კლასტერს წარმოადგენენ. მათი კონტაქტებიც გამოკვლელულია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს