ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აცხადებს, რომ ჩინეთი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ღიად, გამჭვირვალედ და პასუხისმგებლობით მოქმედებდა.
„ჩვენ სწრაფად დავაფუძნეთ ეპიდემიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მექანიზმი, რომელიც რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ღიად და გამჭვირვალედ ავრცელებს“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ჩინეთმა პასუხისმგებლობა გამოიჩინა და ვირუსის შესახებ ინფორმაცია ჯანმო-სა და შესაბამის ქვეყნებს, რეგიონებსა და ორგანიზაციებს უმოკლეს დროში მიაწოდა.
„ჩვენ ღიად, გამჭვირვალედ და პასუხისმგებლობით შევასრულეთ საერთაშორისო ვალდებულება და ვირუსის შესახებ ინფორმაცია ჯანმო-სა და შესაბამის ქვეყნებს, რეგიონებსა და ორგანიზაციებს უმოკლეს დროში მივაწოდეთ,“- აღნიშნა სი ძინპინიმ.
შეგახსენებთ, ზოგიერთი ქვეყანა ჩინეთს კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვასა და მის დაგვიანებით გამჟღავნებაში ადანაშაულებს.