ფოთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია.
„ინფიცირებული 52 წლის მამაკაცია. იგი მეხანძრე - მაშველია, მას კორონავირუსი „პისიარ“ კვლევით დაუდგინდა. ახლა მიმდინარეობს მასთან კონტაქტში მყოფი პირების მოკვლევა“, - აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრში.