სვეტლანა ტიხანოვსკაია - ალექსანდრე ლუკაშენკოს, როგორც პრეზიდენტს, არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, ის ბელარუსს აღარ წარმოადგენს

მომავალში ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გაფორმებულ ნებისმიერ საერთაშორისო ხელშეკრულებას ბელარუსის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა არ დაიცავს, - ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სვეტლანა ტიხანოსვკაიამ განაცხადა.

„ქვეყნები ან პარტიები არ შეიძლება და არ უნდა ელოდნენ, რომ ბელარუსი ხალხი და მათი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა არალეგიტიმური რეჟიმის მიერ მათი სურვილის საწინააღმდეგოდ გაფორმებულ ხელშეკრულებებს დაიცავს. ლუკაშენკოს, როგორც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს, არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ის ბელარუსს აღარ წარმოადგენს“, - აღნიშნა ტიხანოვსკაიამ, რომელმაც დღეს ევროპის საბჭოს კომიტეტს ვიდეო ჩართვის საშუალებით ლიეტუვადან მიმართა.

ცნობისთვის, გუშინ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა განაცხადა, რომ რუსეთთან ღრმა ინტეგრაციაზე ხელშეკრულების გაფორმებით ლუკაშენკო საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას თმობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა