ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო არ გამორიცხავს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმები განხორციელდება.

„ჩვენ მზად ვართ ჩავატაროთ საკონსტიტუციო რეფორმა. ამის შემდეგ, არ გამოვრიცხავ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს“, – „ინტერფაქსის“ ცნობით, ლუკაშენკოს ეს სიტყვები მოჰყავს რადიოსადგულ „გავარიტ მასკვას“ მთავარ რედაქტორს რომან ბაბაიანს, რომელიც ბელარუსის ლიდერთან ინტერვიუში მონაწილეობდა.

საკონსტიტუციო რეფორმის გატარებაზე ალექსანდრე ლუკაშენკო აქტიურად საუბრობს. მის ამ ინიციატივას მხარს უჭერს მოსკოვი, სადაც მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ოპტიმალური ფორმატია ბელარუსში ვითარების დასარეგულირებლად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა