კახეთში კორონავირუსი ექიმს დაუფიქსირდა

კახეთში კორონავირუსი ექიმს დაუფიქსირდა. ინფიცირებული ქალი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა.

ქალი პროფესიით ექიმია და ის ერთდროულად თბილისის რამდენიმე კლინიკაში მუშაობს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტის შესწავლა. ადგილზე, სადაც ქალი იმყოფებოდა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ვირუსის გამო კახეთში დღეიდან კვლავ ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს