დიმიტრი პესკოვი - კრემლი არ არის მზად აღიაროს, რომ ბელარუსში პოლიტიკური პატიმრები არიან

კრემლი არ არის მზად აღიაროს, რომ ბელარუსში პოლიტიკური პატიმრები არიან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც ის ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრის, მარია კოლესნიკოვას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

„მთლიანობაში, ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, ვაღიაროთ, რომ ბელარუსში პოლიტიკური პატიმრები არიან,“- განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ მარია კოლესნიკოვა, რომელიც თვითმხილველების ინფორმაციით, გუშინ მინსკის ცენტრიდან გაიტაცეს, უკრაინის საზღვარზე დააკავეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა