ფოთში კორონავირუსით ინფიცირებულ მეხანძრე-მაშველთან კონტაქტში მყოფი 59 პირის ტესტირების შედეგებს ელოდებიან

ფოთში, ,,კოვიდ 19"-ით ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 59 ადამიანის ტესტირების შედეგებს ელოდებიან.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.

,,59 ადამიანი დაიტესტა, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ ვირუსით ინფიცირებულთან. პასუხები, სავარაუდოდ, გვიან ღამით გვეცოდინება. ჯერჯერობით დაუდგენელია, სად და ვისგან გადაედო მას ,,კოვიდ 19". ფოთიდან არსად არ არის გასული, ასე რომ, წყაროს ვეძებთ შიგნით ქალაქში“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

შეგახსენებთ, ფოთში დღეს კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული მეხანძრე-მაშველია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა