გაეროს უმაღლესი კომისარი ნავალნის საქმეზე - რუსეთის ხელისუფლება ვალდებულია, სრულად გამოიძიოს, ვინ იყო პასუხისმგებელი ამ მძიმე დანაშაულზე

გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, მიშელ ბაჩელეტმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ალექსეი ნავალნის მოწამვლა გამოიძიოს ან დამოუკიდებელ გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

“უბრალოდ იმის უარყოფა, რომ ის არ მოუწამლავთ, საკმარისი არაა. რუსეთის ხელისუფლება ვალდებულია, სრულად გამოიძიოს, ვინ იყო პასუხისმგებელი ამ დანაშაულზე - ძალიან მძიმე დანაშაულზე, რომელიც რუსეთის მიწაზე ჩაიდინეს”, - აღნიშნა მიშელ ბაჩელეტმა.

მისივე თქმით, ბოლო ოცწლეულის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ რუსეთის მოქმედი ან ყოფილი მოქალაქეების მოწამვლისა და მკვლელობის მცდელობის სხვა ფორმების რაოდენობა უკიდურესად შემაშფოთებელია.

„რუსეთის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ რუსეთის მოქმედი ან ყოფილი მოქალაქეების მოწამვლისა და მკვლელობის მცდელობის სხვა ფორმების რაოდენობა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში უკიდურესად შემაშფოთებელია“, - განაცხადა გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში.

შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობაში რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ რუსის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა