„ევროპულმა საქართველომ“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან თარხნიშვილი წარადგინა

„ევროპულმა საქართველომ“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან თარხნიშვილი წარადგინა.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, „ევროპული საქართველოს“ მთავარი მიზანია, ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების გატარება.

„ქვეყანა არის ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისში, დღეს ქვეყანა არის უიმედობაში, პრობლემებში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძიმდება და ღრმავდება. მთავარი, რაც ქვეყანას სჭირდება არჩევნებისგან არის გარდამტეხი ცვლილებები, მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა და უკეთესობა, რომელსაც ჩვენი და თქვენი ოჯახები იგრძნობენ არა 10 და 15 წლის შემდეგ, არამედ წელს, წლის ბოლომდე და გაისად. ეს არის ჩვენი ამოცანა გამოვიყენოთ ეს არჩევნები გარდამტეხი ცვლილებებისთვის და უკეთესობისთვის, რომელიც უნდა მოვუტანოთ თითოეულ ოჯახს გორშიც, ქართლშიც და მთლიანად საქართველოშიც. რა სჭირდება ამ ყველაფერს? ამ ყველაფერს სჭირდება არჩევნებზე მისვლა იმიტომ, რომ ამ ცვლილებების ბედი არის თვენს ხელში. არჩევნებზე უნდა მიხვიდეთ არა იმიტომ, რომ ვიღაც აირჩიოთ, არამედ იმიტომ, რომ ამით შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ცხოვრების შეცვლის გზა გადის არჩევნებზე და თუ ამ დღეს არ გამოიყენებთ, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ არის, მთელი პრობლემები, დანარჩენი გაჭირვება და უბედურება დარჩება ჩვენს გვერდით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, თითოეული მოქალაქის ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„ერთი ხმა არის, რომ წარმოიდგინოთ პარკში დაგდებული აგური, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს, მაგრამ აქ დადგებულ აგურს, როცა მშენებლობაზე მიიტან, მეორე, მესამე და მეათე აგურს დაადებ, კედელი და სახლი აშენდება. ასეთი აგურია თითოეული თქვენგანის ხმა. ნუ გადააგდებთ თქვენს ხმას, ნუ დატოვებთ უპატრონოდ თქვენს ხმა, მიდით და ათასობით სხვა ხმასთან ერთად, ერთად ავაშენოთ ჩვენი მომავალი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, ლევან თარხნიშვილი წლებია რაც პოლიტიკაშია.

„ჩვენ ფულიან კანდიდატს არ გთავაზობთ, ფულიანი კანდიდატი როცა შედის პარლამენტში, ის თავისი ფულის მისახედად შედის იქ. თუ ვინმეს გგონიათ, რომ ლევანს ფული აქვს და ამის გამო აპირებს ხმის მიცემას, შეუძლია არ მისცეს, იმიტომ, რომ ფული არ აქვს, გული ნამდვილად აქვს და გულიანი კანდიდატი გერჩივნოთ ფულიანს, დაგვანახა ეს ამ რვა წელმა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა