დავით ბაქრაძე - ქვეყანას უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელიც არა ბატონი, არამედ მსახური იქნება, ხალხი მოიყვანს და გაუშვებს მთავრობას

„ევროპულმა საქართველომ“ კასპში მერობის კანდიდატად პარტიის კასპის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ხელაშვილი წარადგინა.

როგორც ხელაშვილის წარდგენისას პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, წლების განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში ტენდენციაა, რომ პოლიტიკოსები ხელისუფლებაში არიან საკუთარი თავისთვის და არა ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად.

„რაც წლების განმავლობაში გრძელდება ქართულ პოლიტიკაში არის ის, რომ პოლიტიკოსები არიან საკუთარი თავისთვის და არა ხალხისთვის, ის, რომ პოლიტიკოსები ხალხს ჰპირდებიან საკუთარი მოგებისთვის და არა ხალხისთვის, ის, რომ პოლიტიკოსებს ხალხი ახსენდებათ არჩევნების წინ საკუთარი ხმებისთვის და არა ხალხის პრობლემებისთვის.

ეს პრობლემები დგას უკვე წლები, წლები, წლები ქართულ პოლიტიკაში. როდესაც ვლაპარაკობთ გარდამტეხ ცვლილებებზე, ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც უნდა მოვიტანოთ არის სწორედ ეს, რომ პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ხალხს, პოლიტიკოსები ემსახურებოდნენ ხალხს და ამ ქვეყანას ჰყავდეს მთავრობა, რომელიც ბატონი კი არ იქნება, ხალხის მსახური იქნება, ხალხი მოიყვანს და გაუშვებს მთავრობას. ეს არის ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც ამ ქვეყანას ამ არჩევნებზე უნდა მოვუტანოთ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა