თელავში, ინფიცირებული ექიმის 19 კონტაქტია დადგენილი

ამ დროისთვის თელავში, თბილისიდან ჩასული ინფიცირებული ექიმის 19 კონტაქტია დადგენილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, ეპიდემიოლოგები აგრძელებენ დამატებით კონტაქტების მოძიებას. რაც შეეხება 19 პირს, მათ ბიოლოგიური ნიმუში უკვე აუღეს და პასუხი ხვალ იქნება ცნობილი. მანამდე ისინი თვითიზოლაციაში იქნებიან.

თელავში მდებარე „ევექსის“ კლინიკას კორონავირუსის სიმპტომებით თბილისში მცხოვრებმა, პროფესიით ანგიოლოგმა მიმართა. ჩატარებულმა სწრაფმა ტესტმა covid -19 ზე დადებითი პასუხი აჩვენა.

დაინფიცირებული ქალი ერთდროულად თბილისის რამდენიმე კლინიკაში მუშაობს. მას ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახთან ჰქონდა შეხება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა