ქობულეთში ქონების დაბრუნების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ქობულეთში კუთვნილი ქონების დაბრუნებისა და მართლზომიერ საკუთრებაში რეგისტრაციის მოთხოვნით აშშ-ს მოქალაქე ხათუნა ბრეიზელი-წერეთელი ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღმოაჩინა, რომ ქონება იპოთეკით არის დატვირთულია. მისივე თქმით, აღნიშნული საბუთების გაყალბების გზით მოხდა. მოქალაქე აცხადებს, რომ 15 წელია სამართალს ეძებს, თუმცა უშედეგოდ.

" 2005 წლიდან ვეძებ სამართალს არამარტო მე, ცხრა ოჯახი ერთად. წლების წინ ჩემი ქონება აღმოჩნდა ყაზახურ ბანკში (BTA) იპოთეკით დატვირთული. ეს მიწის ნაკვეთი განლაგებულია 31 ათას კვ. მ.- ზე, რომელიც მდებარეობს ქობულეთში, 9 აპრილისა და რუსთაველის ქუჩების შუალედში, ყაზბეგის მონაკვეთში. ჩემი საკომლო წიგნის მონაცემებით, ხოშნეთ წერეთელის ანუ მამას ბებიას სახელზე არის 10 ათასი კვ.მ. მიმდინარეობდა წლების მანძილზე გაყალბება, რადგან 1880 წლიდან არ არსებობს არანაირი სახელმწიფო დოკუმენტი, რომელიც უჩვენებს, რომ ეს მიწა იყო წართმეული ან ჩამორთმეული ოდესმე. გაყალბება მოხდა 2006 წელს იპოთეკაში ჩაიდო მიწა და მხოლოდ 2008-ში დარეგისტრირდა. როგორ ჩაიდო, თუ დარეგისტრირებული არ იყო? ანუ აჭარის კურორტებმა, რომელიც ეკუთვნის აჭარის ეკონომიკის სამინისტროს, დატვირთა იპოთეკით.

2018 წლის იანვარში აღმოვაჩინე, რომ 23 ათასი კვ.მ გადაუციათ კურორტების დეპარტამენტისთვის, 8 ათასი კვ.მ ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის. მივმართეთ ქობულეთის მერს, გვეუბნება, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის. როდესაც ჩაიდო იპოთეკაში, 31 ათასი კვადრატული კი არ არის მითითებული აჭარის კურორტებზე. მითითებულია მხოლოდ 5 ათას პლიუს კვადრატული მეტრი. არსებობდა 117-ე დადგენილება. ეს დადგენილება უჩვენებს იმას, 2005 წლის დეკემბრის დადგენილებით, სახელმწიფოს კუთვნილება იყო მიწის მხოლოდ ის ნაწილი, რაზეც ადრე სახელმწიფოს კუთვნილი შენობა-ნაგებობა იყო, ეს იყო მხოლოდ 1229 კვადრატული და არა 31 ათასი კვ.მ. ანუ კომუნისტების დროს აქ პატარა ტურბაზა იყო“, - აცხადებს მოქალაქე.

მისივე თქმით, კანონის დარღვევით მოხდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე იუსტიციის სახლის გადატანა.

„შარშან კანონის დარღვევით მოხდა იუსტიციის სახლის გადმოტანა ჩემ მიწაზე. ამბობენ ეს მიწა იყო სასოფლო-სამეუნეო დანიშნულების. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, ქალაქ ქობულეთში მიწები არასასოფლო დანიშნულებისაა. თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იყო, გეკითხებით, სასოფლო მიწაზე იუსტიციის სახლი როგორ ააშენეს? ეს აბსურდია.

ცენტრალური საარქივო სახლიდან თბილისში, მე და ჩემს ადვოკატზე გაცემულია დადებითი პასუხი თავიდან, რომ ნამდვილად ჩემი დიდი ბებია იყო საკომლოს უფროსი. ერთი იძახის არსებობს, მეორე - არა. საჯარო რეესტრს ორი საარქივო აქვს?

როცა 2018 წელს ჩამოვედი ამერიკიდან, გავარკვიე, რომ ყოფილ ადვოკატს ეს მიწები შეუტანია ერთიდაიგივე სარეგისტრაციო ნომრით. თუ კომისია ამბობს, ადვოკატმა შეგვიყვანა შეცდომაშიო, თვითონ ხომ უნდა სცოდნოდა.

მიმდინარეობს გამოძიება. საქმე არის პროკურატურაში. მალე გადაეცემა აჭარის პროკურატურას. დღეს გვაქვს მშვიდობიანი გამაფრთხილებელი აქცია. 80- მდე ადამიანი შევიკრიბეთ. იმედს ვიტოვებ, სამართლიანობა აღდგება", - აცხადებს ხათუნა ბრეიზელი-წერეთელი.

აქციას ქობულეთის მერიაში უპასუხეს და აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, საკუთრებისუფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება განმარტეს.

"მოქალაქე ხათუნა ბრეიზელს მომართული აქვს 2018 წელს, მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის , ქალაქ ქობულეთში 9 აპრილის ქუჩა N28-ის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების თაობაზე. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2019 წელს განიხილა აღნიშნული საკითხი და კომისიის გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარებაზე უარი ეთქვა.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომისია წარმოადგენს კოლეგიალურ ორგანოს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში.

მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მასზე განთავსებული იქნა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი.

მოქალაქეს უფლება აქვს საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართოს სასამართლოს", - აცხადებენ ქობულეთის მერიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა