თეთრ სახლში განმარტეს, რატომ არ ატარებს პირბადეს დონალდ ტრამპი

თეთრ სახლში განმარტეს, რატომ არ ატარებს პირბადეს ამერიკის შეერთებული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ჟურნალისტებთან საუბარში თეთრი სახლის აპარატის უფროსმა მარკ მედოუზმა განაცხადა, რომ ტრამპმა პირბადე არ უნდა ატაროს იმ მიზეზით, რომ ის ახალ კორონავირუსზე ტესტირებას ყოველდღიურად იტარებს.

მისი თქმით, ამერიკის ლიდერს ვირუსზე ამოწმებენ ყველაზე ხშირად, ვიდრე ვინმეს ქვეყანაში.

„პირბადეს, რომელსაც თქვენ ატარებთ, სხვებს იცავს, ის არ არის თქვენი დამცავი. ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ პრეზიდენტმა ნიღაბი ატაროს“ - განაცხადა მედოუზმა.

ამასთან, ამერიკული მედიის ცნობით, ქვეყნის ინფექციონისტები ელოდებიან, რომ შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაინფიცირების შემთვევების მკვეთრი მატება შემოდგომაზეა მოსალოდნელი, განსაკუთრებით ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა