ანონსი 9 სექტემბერი

9 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგაც გაკეთდება კომენტარები.

მის: ინგოროყვას 7

9 სექტემბერს, 10:30 საათზე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სამართალდამცავ სისტემაში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ, ოპოზიციურ პარტიებთან დისკუსიას გამართავს.

საკონტაქტო: ანასტასია რაიკი - 595 124 999

9 სექტემბერს, 11:00 საათზე, განცხადებას გააკეთებენ პატიმრების დედები, რომლებმაც 8 სექტემბერს ამინისტიის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს.

საკონტაქტო: 598 549 484

9 სექტემბერს, 11:00 საათზე, მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: პანდემიით დაზარალებული სამშენებლო სექტორი, გაყიდვების შემცირება, დაკარგული სამუშაო ადგილები და დაზარალებულები.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599 726 565

9 სექტემბერს, 11:00 საათზე, საიაში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საია „ბათუმი რივიერას“ საქმეზე გაცემული მშენებლობის ნებართვას ასაჩივრებს.

მის: კახიძის #15

საკონტაქტო: ლევან ქათამაძე - 577 07 05 00

9 სექტემბერს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პენსიონერებს შეხვდება.

თემა: მაღალპროცენტიანი საბანკო ვალდებულებები და მოქალაქეების დაკარგული ქონება

მის: 300 არაგველები, ქეთევან წამებულის 47

9 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ახალი პროდუქტის - „ეროვნული ანგარიშების პორტალის“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: თავისუფლების მოედანი #2

9 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში 202-ე საჯარო სკოლის (უსინათლოთა და მცირედ მხედველთა სკოლა-პანსიონის) დირექტორი თინათინ საბაური განცხადებას გააკეთებს.

თემა: უსინათლოთა და მცირედ მხედველთა სკოლა-პანსიონში სწავლა 15 სექტემბერს იწყება - ინფორმაცია მოსწავლეებისა და მშობლებისათვის.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

9 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟიული შარტავას N7

საკონტაქტო : ნათია რთველიაშვილი 595 33 50 40

9 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

9 სექტემბერს, 12.30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ შტაბის უფროსის სერგი კაპანაძის ბრიფინგი გაიმართება. თემა: სასწავლო წლის დაწყება - "ევროპული საქართველოს" მიმართვა ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებს.

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

9 სექტემბერს, 12:30 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, პარტიის უკანონო დაჯარიმების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის: ჟიული შარტავას 7, თბილისის მერია.

9 სექტემბერს, 13:00 საათზე , პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ თავმჯდომარე, ბექა ნაცვლიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, მარიამ ჯაში და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ჯამბულ ნაჭყებია, საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

მის: საქართველოს პარლამენტი

საკონტაქტო : 558363644 თაკო სანოძე

9 სექტემბერს, 14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციას დაესწრებიან თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი.

მის: აკაკი გახოკიძის 11

9 სექტემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სპეციალური ანგარიშის - „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მონიტორინგის შედეგების“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: თელავის ქ.20

9 სექტემბერს, 15:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი გაიმართება.

9 სექტემბერს, 15:00 საათზე, პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ორგანიზებით გაიმართება გამოჩენილი ქართველ-ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.

მისი: ვაზისუბანი, III მკრ, IIკვ, #14 კორპუსის წინ მდებარე სკვერი.

საკონტაქტო: თაკო სანოძე - 558 363 644

9 სექტემბერს, 18:00 საათზე, გიგლა მიქაუტაძე გამართავს საგანგებო ბრიფინგს "თელასის" სახელმწიფო წილის გასხვისების შესახებ.

მის: სადგურის მოედანი 2, თბილისი ცენტრალი

საკონტაქტო: 577624445

9 სექტემბერს, 18:00 საათზე, ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარედ „ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრას გამართავს და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს.

მის: ზუგდიდი. დადიანების სასახლის ტერიტორია. ნიკოსეულ სასახლესთან.

საკონტაქტო:577 624 445

9 სექტემბერს, 19:00 საათზე, ვაკის რაიონში, მრგვალ ბაღში „ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭო ვაკის რაიონში 12 ქალ წევრს წარადგენს. ღონისძიებას დაესწრება „ლელო საქართველოსთვის” ვაკის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე და პოლიტსაბჭოს წევრი მედეა მეტრეველი. გაიმართება ლელოს „მარშალის გეგმის“ ქალთა პროგრამის პრეზენტაცია და დისკუსია ამომრჩეველთან.

მის: თბილისი, ვაკის რაიონი, მრგვალი ბაღი.

საკონტაქტო: 577624445

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო