„ჯორჯიან მანგანეზის ახალი პროექტის შედეგად ჭიათურაში, მდინარე ყვირილას წყლის ხარისხი გაუმჯობესდება

"ჯორჯიან მანგანეზმა“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ახალი პროექტი განახორციელა, რის შედეგადაც ჭიათურაში, მდინარე ყვირილას წყლის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რმწუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოში მსგავსი პროექტი პირველად განხორციელდა.

ჭიათურაში, პროექტის პრეზენტაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, აქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე დაესწრნენ.

„პროექტი საპილოტეა და თავდაპირველად, ჭიათურის 29-ე ფაბრიკის ტერიტორიაზე განხორციელდა.

ახალი პროექტის მიხედვით, წარმოებაში გამოყენებული წყალი მდინარეში აღარ ჩაედინება, წყლისა და შლამის სეპარაცია ლოკალურ დონეზე ხდება, რეცხვის შედეგად მიღებული პროდუქტი, იგივე შლამი კი შრება და კომპანია მას სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებს.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, საწარმოო პროცესს გარემოსთან შემხებლობა აღარ ექნება, მდინარე ყვირილას დაბინძურება კი სრულად გამოირიცხება.

საწარმოს დახურული ციკლის პრინციპით ფუნქციონირება, ერთ-ერთი იმ დაპირებათაგანი იყო, რომელიც ეკოლოგიური პირობების დაცვის თვალსაზრისით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მოსახლეობას მისცა.

კომპანიამ ახალი ტექნოლოგიის დანერგვასა და თანამედროვე ტექნიკის შეძენაში სოლიდური ინვესტიცია ჩადო, რომლის ღირებულება რამდენიმე ათას დოლარს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა