ცაგერის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში მასობრივი ტესტირება და თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურისა და ონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კანდიდატის პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც ენუქიძემ განაცხადა, მასობრივი ტესტირება და თერმოსკრინინგი ცაგერის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე ინფიცირებულ პირებთან შემხებლობაში მყოფი ყველა კონტაქტი გამოვლენილია და ჩატარებულია „პისიარ“ ტესტირება. პირველივე კონტაქტების გამოვლენისას დროულად მოხდა სავარაუდო ინფიცირებულთა თვითიზოლაცია და თანმიმდევრულად განხორციელდა ყველა საჭირო ღონისძიება. მასობრივი ტესტირება და თერმოსკრინინგი მიმდინარეობს ცაგერის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში: ლაჯანა, ორბელი, ლეშკედა და სპათაგორი. ვიმედოვნებთ, მუნიციპალიტეტში შევინარჩუნებთ სტაბილურ ვითარებას და მკაცრი ზომების მიღება არ გახდება საჭირო“ - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

მათივე ინფორმაციით, ცაგერის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა.

მუნიციპლიტეტში დადასტურებული ინფიცირების შემთხვევები თბილისში გამართულ ხალხმრავალ ქორწილს უკავშირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა