ბექა დიასამიძე - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა აჭარის მთავრობას 22 მილიონი ლარი დაუჯდა, სადაც დღეს ანტისანიტარია და ჰიგიენის ნორმების დარღვევის არაერთი ფაქტია

„სტრატეგია აღმაშენებლის" ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი ბექა დიასამიძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთ-ერთი კოვიდ ინფიცირებულის განცხადებას ეხმაურება, სადაც კლინიკის ანტისანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დარღვევაზეა საუბარი და მიაჩნია, რომ ამ ფაქტზე პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად "ბათუმის წყალმაც" უნდა აიღოს.

დიასამიძი თქმით, მაშინ, როცა ჯანდაცვის მინისტრი საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს სამარცხვინოა კოვიდ ინფიცირებულთა სტაციონარში მსგავსი ანტისანიტარიის არსებობა. მათთვის ასევე გაუგებარია, თუ როგორ აპირებს პრემიერ-მინისტრი სიტუაციის კონტროლს აჭარაში, როდესაც ალბათობა წითელ ზონად გამოცხადების მაღალია.

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ინფიცირებული პაციენტის, ნათია დუმბაძის თქმით, საავადმყოფოში ანტისანიტარია და ჰიგიენის ნორმების დარღვევის არაერთი ფაქტია. საავადმყოფოში არ ხდება დეზინფექცია და ონკანის წყალი სასმელად გამოუსადეგარია. აღნიშნული შენობა აჭარის მთავრობას 22 მილიონი ლარი დაუჯდა, კონტრაქტი იგივე კომპანიასთან "საბა კონსტრაქშენთან" გაფორმდა, რომელმაც ბათუმის სპორტული კომპლექსი წელიწად ნახევრის დაგვიანებით დაასრულა. საავადმყოფოს წყალმომარაგება აშკარად ყველანაირ სტანდარტს მიღმაა, რადგან ერთ-ერთი ინფიცირებულის თქმით, მას ყვითელი შეფერილობა აქვს.

მიგვაჩნია, რომ ამ ფაქტზე პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად "ბათუმის წყალმაც" უნდა აიღოს, რადგან შარაშიძის ქუჩის ინციდენტზე პასუხისმგებლობას თავი აარიდეს.

ვიმედოვნებთ, რომ აჭარის მთავრობა საქმეს დღის წესრიგში ახლა მაინც დააყენებს. მაშინ, როცა ჯანდაცვის მინისტრი საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოგვიწოდებს, ნამდვილად სამარცხვინოა კოვიდ ინფიცირებულთა სტაციონარში მსგავსი ანტისანიტარიის არსებობდა. ახლა, როცა აჭარა წითელ ზონადაა გამოცხადებული, ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდს გვაინტერესებს ამ მდგომარეობაში, როგორ აპირებს პრემიერი გახარია სიტუაციის კონტროლს" , - განაცხადა ბექა დიასამიძემ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა