პარლამენტის შენობასთან შეკრებილი პატიმრების დედები 12 სექტემბერს ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ

პარლამენტის შენობასთან შეკრებილი პატიმრების დედები 12 სექტემბერს, საყოველთაო ამნისტიის კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნით, ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ.

მათ ამავე მოთხოვნით, პროტესტის ნიშნად შიმშილობა გუშინ დაიწყეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განცხადა, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე აღნიშნული კანონპროექტის განხილვა არ მოხდება.

„12 სექტემბერს გავმართავთ ფართომასშტაბიან აქციას პარლამენტთან და ვაჩვენებთ ხელისუფლებას, რომ ძალიან ბევრნი ვართ. ციხეები გადაჭედილია და აუცილებელია, რომ სახელმწიფომ აიღოს ვალდებულება და ერთჯერადი ჰუმანური აქტით მოახდინოს ამნისტია.

გუშინ პატიმრების ოჯახის წევრებმა დაიწყეს შიმშილობა, ჩვენი მოთხოვნა არის, რომ მოხდეს ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელიც 1-ელ სექტემბერს დარეგისტრირდა პარლამენტში. შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე ამ კანონპროექტის განხილვა არ მოხდება. იმედი მაქვს, რომ აღნიშნული კანონპროექტს განიხილავენ არჩევნებამდე, ვიდრე ლეგიტიმაცია კვლავ აქვს პარლამენტს იმ ფორმით, რა ფორმითაც არის წარმოდგენილი. ასევე, გამოვთქვამ იმედს, რომ ოფიციალური პირები შეგვხვდებიან ვიდრე კანონპროექტს განიხილავენ და მოხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა“, - აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა