წალენჯიხაში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა

წალენჯიხაში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. ისინი ოჯახის წევრები არიან და ე.წ თბილისის ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელმა ანზორ ქობალიამ განუცხადა. მისი თქმით, ასევე, საეჭვოა ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ტესტის შედეგი და ის ხელმეორედ გაიტესტება. გარდა ამისა, დადგენილია მათთან კონტაქტში მყოფი 8 ადამიანი და ისინი კარანტინში გადაიყვანეს.

„გუშინ სამეგრელოში ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს არის წალენჯიხა, სოფელი ფოცხოეწერი. ერთი არის ადგილობრივი და მეორე თბილისში მცხოვრები. ისინი 29 აგვისტოს ქორწილში იმყოფებოდნენ, არიან და-ძმა. 8 პირი, რომელსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა მათთან, იმყოფება საკარანტინო სივრცეში. დანარჩენ კონტაქტებს სწავლობს, როგორც რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი, ასევე წალენჯიხის საზოგადოებრივი ცენტრი“, - განაცხადა ანზორ ქობალიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა