კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარკვეული ნაწილის საკარანტინო სივრცეში მკურნალობა დღეიდან დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარკვეული ნაწილის საკარანტინო სივრცეში მკურნალობა დღეიდან დაიწყება.

როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, სასტუმროებში სამკურნალოდ არ გადავლენ არასრულწლოვნები და 65 წელს გადაცილებული პაციენტები. მისი განმარტებით, მკურნალობას საკარანტინო სივრცეში უსიმპტომო პაციენტები გაივლიან.

„დღეიდან სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ამოქმედდება სასტუმროს მომსახურებით კარანტინში პაციენტების მკურნალობა. ბათუმში უკვე მიმდინარეობს საავადმყოფოდან პაციენტების სასტუმროში გადაყვანა. კლინიკურ ჯგუფთან ერთად განვსაზღვრეთ ის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ჩვენი ექიმები იხელმძღვანელებენ. შემდეგი მიდგომა იქნება, 65 წელზე ზევით პაციენტებს არ გადავიყვანთ სასტუმროებში და 18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებსაც კოვიდ ინფექცია აქვთ დადასტურებული და ამავე დროს არ აქვთ არანაირი თანმხლები ქრონიკული დაავადება, უსიმპტომობის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ მკურნალობა გაიარონ სასტუმროების ქსელში.

პირველ ეტაპზე სამი სასტუმროა გამოყოფილი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს. კოვიდინფიცირებულებისთვის არის 600 საწოლი საავადმყოფოებში, აქედან დატვირთულია 65%. არსებობს რესურსი, რომ იქ მოთავსებული პაციენტები გადავიყვანოთ სასტუმროებში. ბათუმში მოხდა გაფილტვრა და ბათუმში ჰოსპიტალებში მოთავსებული პაციენტების 15% დღეს გადავა სასტუმროში“,-განაცხადა მინისტრმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა