„თიბისი“ ბიზნესებს ინვოისების მართვას უმარტივებს

„თიბისი“ ბიზნესებს მხარდაჭერის მიზნით, ინვოისინგის ახალ სერვისს სთავაზობს, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს იმ რუტინას, რომლის შესრულებაც კომპანიებს ყოველდღიურად უწევთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, ახალი ფუნქციონალის მეშვეობით შესაძლებელია ინვოისების, ჩარიცხვების და გადარიცხვების ეფექტური კონტროლი და რეპორტინგი. ეს ბიზნესს საშუალებას მისცემს უზრუნველყოს გაწეული მომსახურების თანხის კომპანიის ანგარიშზე დროულად ჩარიცხვა.

„ინვოისების მართვის მოქნილი სქემა, რომელიც invoice.ge-მ შექმნა, ინტეგრირებულია თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკთან. მისი მეშვეობით მომხმარებელს ბიზნეს ინტერნეტბანკში შეუძლია ნახოს კომპანიის სახელზე გამოწერილი ინვოისები და გადაიხადოს ისინი.

ორი კვირის განმავლობაში აღნიშნული სერვისით სარგებლობა უფასოა, ხოლო შემდეგ კომპანიებს 5, 15 და 35 ლარიანი პაკეტების შეძენა შეეძლებათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა