კახა კალაძე - განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე თუ რაღაც სასწაულს არ ჩადიხარ, შეუძლებელია ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე „თუ სასწაულს არ ჩაიდენ“, ავარია შეუძლებელია.

მერმა განმარტა, რომ ყველა სატრანსპორტო საშუალებას აქვს საკუთარი სამოძრაო ზოლი და ამიტომ ავტოსაგზაო შემთხვევა შეუძლებელია.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ვინც ერთხელ მაინც გაიარა ამ მონაკვეთზე, ცხადია, ადამიანს გაუჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ავტობუსი დაეჯახოს მსუბუქ ავტომობილს?! ეს შეუძლებელია, იმიტომ, რომ ყველას აქვს თავისი ზოლი და თუ რაღაც სასწაულს არ ჩადიხარ და სასწაულ დარღვევას არ ჩადიხარ, შეუძლებელია ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს”, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა სხდომაზე ავტოსაგზაო შემთხვევების კადრები წარმოადგინა. მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილების დაჯარიმება დაიწყო.

„დაწყებულია უკვე დაჯარიმება, ჩართულია ვიდეოკამერები, სადაც ყველა დარღვევა ფიქსირდება და რა თქმა უნდა, დაჯარიმებულ ადამიანებს ყველაფერი ოფიციალურად მიუვათ”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა