სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟის ფაქტზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პოლიციაში დაიბარეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟის ფაქტზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პოლიციაში დაიბარეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, გიორგი ვაშაძე საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს და პოლიციაში გამოცხადებას არ აპირებს.

მისივე თქმით, გიორგი ვაშაძის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას მოითხოვს.

გიორგი ვაშაძე ჩვენი პარტიის ერთ-ერთი წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟისა და მოსალოდნელი გასაჯაროების ფაქტებზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პოლიციაში დაიბარეს. გამომდინარე იქედან, რომ ანალოგიური საქმეების გამოძიებისა და პოლიციის მიმართ ჩვენი ნდობა არის ნულოვანი, რადგან დამსხვრეული ოცნებების მთავრობას აღნიშნულ საქმეესთან დაკავშირებული არცერთი ფაქტი დღემდე არ გამოუძიება, რადგან არცერთი დამნაშავე დღემდე არ დასჯილა და ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ მსხვერპლნი, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გასაჯაროების ფაქტების ვითომდა გამოძიების დროს, დღეს თავად აღმოჩნდნენ დაზარალებულები.

ბატონი გიორგი პოლიციაში არ გამოცხადდება. ჩვენ პოლიციის მიმართ არსებულ უნდობლობაზე არაერთხელ გვითქვამს. შედეგად, გიორგი ვაშაძე კანონმდებლობის ფარგლებში მოითხოვს და მიმართავს სასამართლოს, შესაბამისად, მისი გამოკითხვა მოსამართლის თანდასწრებით მოხდება, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა