სერგი კაპანაძე სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებელებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდეს

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებელებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდეთ.

სერგი კაპანაძის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არასახარბიელოა და სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ვირუსის გავრცელების საფრთხე იზრდება.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია და რასაც თვალს ვადევნებთ ბოლო დღეების განმავლობაში, ეპიდემიოლოგიური ვითარება და ზრდა სახარბიელო არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ 15 სექტემბერს ოფიციალურად იწყება სწავლა სკოლებში და ზოგიერთმა კერძო სკოლამ უკვე დაიწყო სწავლა, მიგვაჩნია, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოხდეს მასწავლებლების ტესტირება. ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს და ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვნახოთ სურათი არიან თუ არა მასწავლებლები ინფიცირებულნი, რათა არ მოხდეს შემდეგში სწრაფი გავრცელება. ამიტომ, „ევროპული საქართველოს“ სურს მიმართოს ჯანდაცვის მინისტრს, განათლების მინისტრს და უწყებათაშორის საბჭოს, რომ ეს საკითხი განიხილონ. მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, საქართველოსთვის და მათ შორის მასწავლებებისათვის, რომ ინფორმაცია არსებობდეს და მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები, გაირკვეს მასწავლებლებში ხომ არ არის დაინფიცირების მზარდი რაოდენობა“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა